aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ახალქალაქის კლინიკაში 27 წლის ქალის გარდაცვალების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

aviabiletebi
ავიაბილეთები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალქალაქის ჰოსპიტალში ახლადნამშობიარები ქალის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო. ადგილობრივი გამოცემა “სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, უწყება საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით იკვლევს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

დანაშაული ექვსი თვიდან ორ წლამდე შინაპატიმრობით ან ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ცნობისთვის, ახალქალაქის კლინიკაში 27 წლის ქალი 7 აგვისტოს გარდაიცვალა.

იტვირთბა....