aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ვრემიას” რედაქტორ მარინა ოვსიანიკოვას ორთვიანი შინაპატიმრობა მიუსაჯეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთის პირველი არხის ყოფილ თანამშრომელ მარინა ოვსიანიკოვას, რომელმაც უკრაინის წინააღმდეგ ომი პირდაპირ ეთერში გააპროტესტა, ორთვიანი შინაპატიმრობა მიუსაჯეს. ის შინაპატიმრობაში სასამართლო პროცესამდე დარჩება, რომელიც 9 ოქტომბერს არის ჩანიშნული.

“ვრემიას” რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა მიმდინარე წლის 15 მარტს პირდაპირ ეთერში ​უკრაინის მხარდამჭერი ბანერით გამოჩნდა, რის შემდეგაც ის დააკავეს.

მანამდე, მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც თქვა: “სამწუხაროდ, ვაშუქებდი კრემლის პროპაგანდას, რის გამოც ძალიან მრცხვენია”.

გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, ჟურნალისტს 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

იტვირთბა....