aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

თხილის ბიზესს საქართველოში საფრთხეს უქმნიან

aviabiletebi
ავიაბილეთები

ევროკავშირში ქართული თხილის ექსპორტი შესაძლოა, საფრთხის ქვეშ დადგეს. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი „ვერსია“ ავრცელებს. საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ალეკო მოწერელია აცხადებს, ერთ-ერთმა ექსპორტიორმა კომპანიამ გერმანელი პარტნიორი მოატყუა და გადამუშავებულ თხილის პარტიაში, მიწის თხილი შეურია. მიწის თხილი ალერგენად ითვლება. შესაბამისად, იმ ადამიანთა ჯანმრთელობა, რომელთაც ამ პროდუქტზე ალერგია აქვთ და შემთხვევით მოიხმარენ, სერიოზული რისკის ქვეშ დგება.

„გერმანიის სურსათის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ზომებს უკვე მიმართეს: ქსელიდან ქართული თხილის ეს პარტია ამოიღეს, ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კი ოფიციალური წერილებით მიმართეს. არადა, 2014-2015 წლებში, ევროკავშირში ქართული თხილის ექსპორტი საგრძნობლად გაიზარდა, რის გამოც სახელმწიფომ 184 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. ახლა კი ერთი თაღლითი მეწარმის გამო, ევროკავშირის მასშტაბით, ქართული თხილის ექსპორტს პრობლემა ექმნება“.- აღნიშნავს ალეკო მოწერელია.

მისივე ინფორმაციით, გერმანიის სურსათის უსაფრთხოების სამსახურის წერილი მიიღო საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციამაც, სადაც აღნიშნულია, რომ ერთ-ერთმა კომპანიამ გერმანიაში ექსპორტით შეიტანა გადამუშავებული თხილი დაქუცმაცებული ან ფქვილის სახით, რომელშიც 22% მიწის თხილი იყო შერეული.

“მეტრონომი” ამ თემაზე აგრძელებს მუშაობას და ახლო მომავალში შემოგთავაზებთ ვრცელ მასალას, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი კომპანიის მიერ დაშვებული შეცდომები და შესაძლო სანქციები, რომელიც კომპანიის მიმართ უნდა გატარდეს.

 

იტვირთბა....