aviabiletebi
ახალი ამბები ინტერვიუ მედია მთავარი პოლიტიკა

ექსკლუზივი: ივანიშვილს პოლიტიკური კონკურენტი გამოუჩნდა – რატომ უთხრა უარი ივანიშვილმა ირაკლი რუხაძეს გაპრემიერებაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ეს იქნება ყველაზე მძლავრი იარაღი ყველა პოლიტიკურ მოთამაშეთა შორის, რომელსაც ეს პოლიტიკური ძალა გამოიყენებს”

ტელეკომპანია “მაესტროს” ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ექსპერტ ვალერი გელბახიანს დავუკავშირდით, რომლის ვარაუდიც,  არხის მფლობელებთან დაკავშირებით გამართლდა. ვალერი გელბახიანი  პოლიტიკურ ასპარეზზე ბადრი პატარკაციშვილის გუნდის გამოჩენაზე საუბრობდა და ამბობდა, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე პატარკაციშვილის ჯგუფი დაბრუნდებოდა, კერძოდ კი ირაკლი რუხაძე და ლევან გაჩეჩილაძე.

“ბიძინა ივანიშვილი რეალობას ვერ ითვალისწინებს და მშვიდადაა. პროცესები კი მის საწინააღმდეგოდ განვითარდება. სულ მალე პოლიტიკურ ასპარეზზე პატარკაციშვილის ჯგუფი გამოვა – ირაკლი რუხაძე და ლევან გაჩეჩილაძე, იგივე გრეჩიხა. მათ ხელში უკვე ორი ტელევიზიაა – „მაესტრო“ და „იმედი“. თავის დროზე, რა თამაშიც ითამაშა ივანიშვილმა, ბადრის ბანაკის წინააღმდეგ მიმდინარეობს. მერწმუნეთ ივანიშილს დიდი საფრთხე ელის და ტყუილად სძინავს მშვიდად. არჩევნებში დომინანტი ივანიშვილის ფული აღარ იქნება“ -ამბობდა “მეტრონომთან” გელბახიანი.

გუშინ, ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია “მაესტროს” წილების საკონტროლო პაკეტის მფლობელი მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი გია გაჩეჩილაძე გახდა. როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული ამონაწერის მიხედვით ირკვევა, გაჩეჩილაძე ამჟამად შპს „სტუდია მაესტროს“ წილების 55%-ს ფლობს.

რეესტრში 2 თებერვალს გატარებული ამონაწერის მიხედვით, აქტივების 15%-ის მესაკუთრე მამუკა ღლონტია, 5%-ის ეკატერინე აკობია, დანარჩენი 25%-ის კი მაკა ასათიანი. გიორგი ებრალიძემ და ლევან ჩიკვაიძემ წილის მფლობელ გიორგი გაჩეჩილძეს საკუთარი წილები – 30% გადაუფორმეს.

ამონაწერის მიხედვით „გია გაჩეჩილაძეს არ აქვს უფლება გაასხვისოს მის საკუთრებაში არსებული 25 % წილი შპს “სტუდია მაესტროს” კაპიტალში ყველა პარტნიორის თანხმობის გარეშე”.

დღეს, სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით არხის გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ ეს ვითარება გამოიწვია პარტნიორების ერთი ნაწილის მიერ წილების გასხვისებამ, რომლის რეალური მყიდველი ტელეკომპანია “იმედის” არაოფიციალური მმართველი ირაკლი რუხაძე გახდა.

“მეტრონომი” დაუკავშირდა და ინტერვიუ თხოვა ვალერი გელბახიანს:

“მეტრონომი”: ბატონო ვალერ, როგორც ჩანს, გამართლდა თქვენი ვარაუდები იმის შესახებ, რომ სულ მალე პოლიტიკურ ასპარეზზე პატარკაციშვილის ჯგუფი გამოვა. კერძოდ კი – ირაკლი რუხაძე და ლევან გაჩეჩილაძე. თქვენ ამბობდით, რომ მათ ხელში უკვე ორი ტელევიზია იქნებოდა – „მაესტრო“ და „იმედი“.

ვალერი გელბახიანი: დიახ, მე არათუ ვფიქრობდი, მქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რაც უკვე გაცხადდა. ეს არის პოლიტიკისთვის სამზადისი. როგორც ვამბობდი ტელეკომპანია „იმედი“ და „მაესტრო“ უნდა იყოს პოლიტიკური პროცესების წარმმართველი იდეოლოგიურად და ინფორმაციულად. ეს იქნება ყველაზე მძლავრი იარაღი ყველა პოლიტიკურ მოთამაშეთა შორის, რომელსაც ეს პოლიტიკური ძალა გამოიყენებს. ამიტომ, რა თქმა უნდა, არანაირი მოვლენა უმიზეზოდ არ ხდება.

არსებობს პოლიტიკური მოტივაცია, რომ ეს ტელეკომპანიები უნდა გახდნენ პოლიტიკური ინსტრუმენტები იმ პროცესებში, რომელსაც საპარლამენტო არჩევნები ჰქვია. ასევე ირაკლი რუხაძე შეიძლება ითქვას, რომ ბადრი პატარკაციშვილის ქონების მფლობელია და ამ შემთხვევაში პატარკაციშვილების ოჯახის სახელით ის ორ ტელევიზიას ფლობს. პლუს ამას, კაპიტალურ რესურსებს ფლობს, ასევე ამბიციასაც არ მალავს. მან ვერ მიაღწია თავისას სხვა გზებით, ამიტომ ახლა ცდილობს პოლიტიკური პროცესების დახმარებით მიიღოს ის, რაც ეკუთვნის.

– რას გულისხმობთ?

– თავის დროზე, ის ბიძინა ივანიშვილთან დაახლოვდა იმის გამო, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტი მიეღო, მაგრამ ამ შემთხვევაში ივანიშვილისგან „წყალობა“ ვერ მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ივანიშვილი ითვლება პატარკაციშვილის ოჯახის მფარველად, ისინი ახლა გახდებიან საარჩევნო კონკურენტები და ასე ვთქვათ, სერიოზული პროცესების მოწმენი გავხდებით. დიდი ფული, ტელევიზიები, რა თქმა უნდა, ეს არის განაცხადი ხელისუფლების მოპოვებისაკენ.

– როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია მოიპოვონ მათ ხალხის მხარდაჭერა არჩევნებამდე, ასეთ მოკლე დროში?

– მათ შანსი ყველა ვარიანტში ექნებათ. იმიტომ, რომ პირველ რიგში, ირაკლი რუხაძის სახელი არ არის დამოუკიდებელი სახელი. ის უკვე ასოცირდება ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან. ბადრი პატარკაციშვილი ქართველი ხალხის თვალში ყოველთვის დარჩება, როგორც უსამართლოდ დევნილი ადამიანი, რომელმაც ასე ვთქვათ, თავისი სიცოცხლე ანაცვალა ამ ბრძოლას. ბადრი მეხსიერებაში უკვალოდ არ დარჩება. იმუშავებს ბადრის ფაქტორი ამ გუნდის მიმართ.

ერთ თვეში, თვენახევარში მთელი საქართველო შეიძლება აშენებული იყოს, თუ რა თქმა უნდა, ფული დაიხარჯება. ამიტომაც, არ მგონია რომ ვერ მოასწრონ. ზუსტად ის მომენტია ამორჩეული, როდესაც ყველაფერს აქვს თავისი ფასეულობები.

ნინო ცხადაია

 

 

 

იტვირთბა....