ოპოზიცია საკუთარ ქვეყანას აბრალებს, რომ ქართველი ხალხი და მათი ქვეყანა, ჩვენი ქვეყანა, საკუთარი ქვეყანა, ირჩევს რუსულ ხელისუფლებას და მართავს რუსული ხელისუფლება. ამ ნარატივის გატანა უნდათ როგორც ქვეყნის შიგნით, შიგნით არავინ იჯერებს ამას და ქვეყნის გარეთ ცდილობენ ამ ნარატივის დანერგვას.
ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.