aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო სამართალი

საბერძნეთში დააკავეს ქართველი ქალი, რომელიც მოხუცებს ნარკოტიკით აბრუებდა და ძარცვავდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საბერძნეთში დააკავეს 47 წლის ქართველი ქალი, რომელიც მოხუცებს ნარკოტიკით აბრუებდა და ძარცვავდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

მედია წერს, რომ ბერძნული გამოძიების ცნობით, ქალი ვაკანსიებს ეძებდა, შემდგომ ოჯახის ნდობის მოპოვებას ცდილობდა და დასაქმების შემთხვევაში მოხუცებს ნარკოტიკული საშუალებებით აბრუებდა და ძარცვავდა.

ირკვევა, რომ ქალი მოხუცებს ნარკოტიკებს, ან ფსიქოტროპულ საშუალებებს საკვებში და სასმელში უყრიდა, შემდეგ კი სახლიდან ფული და ძვირფასეულობა გაჰქონდა.

დაკავებულის ჩხრეკისას ამოღებულია: ფული, სამკაულები, ფსიქოტროპული აბები, ორი დანა, საბანკო ბარათები და მობილური ტელეფონები.

მედიის ცნობით, დაკავებული ათენის პროკურატურაშია გადაყვანილი.

იტვირთბა....