aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

15 წელი სჭირდება ევროკავშირში გაწევრიანებას, შესაბამისად, საჩქარო არაფერია – კობახიძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

სულ მცირე 14-15 წელი მაინც სჭირდება, შესაბამისად, საქართველოსთვის „საჩქარო არაფერია“. –  ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოგვენიჭა ევროპული პერსპექტივა. შესაბამისად, კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით. ეს არის ძალიან შორი გზა. ბალკანეთის ქვეყნების გამოცდილებამ აჩვენა, რომ მინიმუმ 14-15 წელი სჭირდება გაწევრიანებას. შესაბამისად, რაღაც განსაკუთრებული საჩქარო არაფერია. ჩვენ გვაქვს კონკრეტული დღის წესრიგი, მათ შორის ასოცირების შეთანხმების შესრულება არის საჭირო და დღეს ვართ 45%-ზე, 70%-ზე ავდივართ 2 წელიწადში, 100%-ზე ავალთ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. ჩვენ გვაქვს დღის წესრიგი და გავყვებით ყველა ამ პუნქტს.” – განაცხადა კობახიძემ.

იტვირთბა....