aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

ოკუპანტებმა კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრი დაბომბეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ოკუპანტებმა კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრი დაბომბეს. – ამის შესახებ  ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.

“ოკუპანტებმა რაკეტები ესროლეს სავაჭრო ცენტრს, რომელშიც ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა. სავაჭრო ცენტრი იწვის, მაშველები ცეცხლს ებრძვიან, მსხვერპლის რაოდენობა წარმოუდგენელია.

რუსეთის არმიას საფრთხე არ ემუქრებოდა. არანაირი სტრატეგიული ღირებულება ობიექტს არ აქვს. მხოლოდ ადამიანების მცდელობა, იცხოვრონ ნორმალური ცხოვრებით, რაც ასე აბრაზებს ოკუპანტებს.

რუსეთი აგრძელებს სისასტიკეს რიგითი მოქალაქეების მიმართ. მისი მხრიდან ადეკვატურობისა და ჰუმანურობის იმედის ქონას აზრი არ აქვს”- წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

იტვირთბა....