aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

მაჭარაშვილი: [არახამიას] რუსეთთან კავშირი დადგენილია

aviabiletebi
ავიაბილეთები

არახამიას რუსეთთან კავშირი დადგენილია, – აღნიშნულის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითიც გამოეხმაურა უკრაინის ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ საქართველო რუსეთს სანქცირებული პროდუქციის გატანაში ეხმარება.

მაჭარაშვილის თქმით, აქვს ინფორმაცია, რომელსაც მაშინ გააჟღერებს, როდესაც ეტყვიან.

“ჩვენ არ გვჯერა იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც გაურკვეველია რომელ სამშობლოს ემსახურება და რაც შეეხება რუსეთთან კავშირს, მისი [არახამიას] რუსეთთან კავშირი დადგენილია. როგორც თვითონ აპირებს სახელების და გვარების დასახელებას. მე ინფორმაცია მაქვს. მეტყვიან და მერე გეტყვით”, – აცხადებს მაჭარაშვილი.

 

იტვირთბა....