aviabiletebi
ახალი ამბები საზოგადოება

მორგოშია “პრაიდის კვირეულზე”: თუ გარეთ გამოსვლას დააპირებენ, აღვუდგებით წინ

aviabiletebi
ავიაბილეთები

თუ გარეთ გამოსვლას დააპირებენ, აღვუდგებით წინ, – ასე ეხმაურება ჰომოფობიური დაჯგუფების ლიდერი, კოკა მორგოშია “მეტრონომთან” საუბრისას “თბილისი პრაიდის კვირეულის” დახურულ სივრცეში ჩატარებას.

მისივე თქმით, არ სჯერათ, რომ ხსენებული ღონისძიება დახურულ სივრცეში ჩატარდება.

“ჩვენ არ გვჯერა, რომ დახურულ სივრცეში ჩატარდება და ამიტომ ხალხის მობილიზება გვექნება. დავაკვირდებით და ვიქნებით ჩვენს ლოკაციაზე. თუ ჩატარდება და გარეთ გამოსვლას დააპირებენ, აღვუდგებით წინ. კანონის ფარგლებში, ძალადობის გარეშე”, – აცხადებს მორგოშია.

ცნობისთვის, “თბილისი პრაიდის კვირეული” წელს დახურულ სივრცეში გაიმართება.

იტვირთბა....