aviabiletebi
ახალი ამბები საზოგადოება

როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

aviabiletebi
ავიაბილეთები

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  1 ივლისამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობ რაიონებში +22, +27 გრადუსი იქნება.

“აღმოსავლეთ საქართველოში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +27, +32 გრადუსი დაფიქსირდება.
ქ. თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსი იქნება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

იტვირთბა....