aviabiletebi
ახალი ამბები საზოგადოება სამართალი

“დედაჩემი ხელში ჩამაკვდა, დაისაჯონ პასუხისმგებელი პირები” – მარნეულში გარდაცვლილი ქალის შვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

დედაჩემი ხელში ჩამაკვდა, დაისაჯონ პასუხისმგებელი პირები, – აღნიშნულის შესახებ მარნეულში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილი ქალის შვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნორმალურად არც სასწრაფო მუშაობს და არც მერია, ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა ნახევარი საათის შემდეგ მივიდა.

“დედაჩემი ხელში ჩამაკვდა, სად ვცხოვრობთ, ნორმალურად არც სასწრაფო მუშაობს და არც მერია. სასწრაფო დახმარება ნახევარი საათის შემდეგ მოვიდა, როდესაც საარჩევნოდ ხმები უნდათ, მოდიან და გვეხვეწებიან ასეთი ტრაგედიის დროს კი არავინ მოსულა. ორი წელია ამ პრობლემის შესახებ იციან, თუმცა არაფერი გააკეთეს, რომ ეს უბედურება არ მომხდარიყო. ვითხოვთ დაისაჯოს ექიმები და ის პირები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ამ ტრაგედიაში”, – ამბობს  უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ქალის შვილი “მთავართან”.

ცნობისთვის, გუშინ მარნეულში საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართული ჩამოინგრა, რის შედეგადაც ორი ადამიანი, მათ შორის ორსული ქალი გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია, დაშავდა 2 ბავშვი, რომლებიც ამ დროისთვის კლინიკაში მკურნალობენ.

იტვირთბა....