aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“მკერდმოშიშვლებული ცხენოსნობა საუკეთესოა” – G7-ის ლიდერები პუტინს დასცინიან

aviabiletebi
ავიაბილეთები

მკერდმოშიშვლებული ცხენოსნობა საუკეთესოა, – Reuters-ის ცნობით, ასე დასცინიან G7-ის ლიდერები პუტინს.

როგორც ცნობილია მათი მთავარი განსახილველი თემა რუსეთ-უკრაინის ომი იყო.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა ირონიულად იკითხა:  “გავიხადოთ ქურთუკები, თუ კიდევ უფრო მეტი რამ? ჩვენ ყველამ უნდა ვაჩვენოთ, რომ პუტინზე მაგრები ვართ”.

“მკერდმოშიშვლებული ჭენება”, – პასუხობს მას კანადის პრემიერმინისტრი, ჯასტინ ტრუდო.

“ოჰ, დიახ, ჭენება საუკეთესოა”, – გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა.

პუტინი, რომელიც აფასებს თავის სპორტულ იმიჯს, რამდენჯერმე იყო წელზემოთ შიშველი გამოსახული რუსეთის სახელმწიფო მედიის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე.

იტვირთბა....