aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

ჯონსონმა ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ლონდონში მიიწვია

aviabiletebi
ავიაბილეთები

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, უკრაინისთვის ახლა მნიშვნელოვანია, რომ დასავლელი ლიდერები უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მხარდასაჭერად ერთიანი იყვნენ, – ინფორმაციას “ბიბისის” რუსული გამოცემა ავრცელებს.

Sunday Times-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის კაბინეტი განიხილავს ზელენსკის სახელმწიფო ვიზიტის სრულ პროგრამას, დედოფალთან შეხვედრის ჩათვლით.

„ვფიქრობ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საშინელ მომენტში თავისი ქვეყნისა და გლობალური სოლიდარობის ხელმძღვანელობით აბსოლუტურად საოცარი სამუშაო შეასრულა“, – თქვა ჯონსონმა ბრიტანულ ITV News-თან ინტერვიუში.

ჯონსონის კონსერვატიულ პარტიას ასევე სურს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბროს პარტიის კონფერენციაზე ოქტომბერში.

ჯონსონი სამიტის შეხვედრებზე მოუწოდებს თავის უცხოელ კოლეგებს, დაჟინებით არ მოითხოვონ სამშვიდობო შეთანხმება, რის შედეგადაც ვლადიმერ პუტინი შეძლებს გამოაცხადოს თავისი გამარჯვება.

ენერგეტიკისა და საკვების ფასების გაზრდის შესახებ შეშფოთების მიუხედავად, ჯონსონმა თქვა: „თუ პუტინს მივცემთ უფლებას თავი დააღწიოს ამას, ძალადობის ლეგიტიმაციის თვალსაზრისით მთელი მსოფლიოსთვის შედეგები გაცილებით უარესი იქნება“.

ვლადიმერ ზელენსკიმ დასავლეთის მოკავშირეებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების მოთხოვნით მიმართა.

“რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი საკმარისი არ არის, უკრაინას მეტი იარაღი სჭირდება. საჰაერო თავდაცვის სისტემები – თანამედროვე სისტემები, რომლებიც ჩვენს პარტნიორებს აქვთ – არ უნდა განთავსდეს საწვრთნელ მოედანზე ან საწყობებზე, არამედ უკრაინაში, სადაც ისინი ახლა საჭიროა”, – აცხადებს ვლადიმერ ზელენსკი.

 უკრაინის ლიდერი სავარაუდოდ, პირდაპირ მიმართავს G7-ის ლიდერებს ვიდეო ბმულით.

იტვირთბა....