aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

კრამონი უკრაინა-მოლდოვაზე: სტატუსის მინიჭება არაფრად ღირს…შეუძლიათ სამუდამოდ იყვნენ მოსაცდელ ოთახში

aviabiletebi
ავიაბილეთები

ასეთ დაძაბულ ვითარებაში მოლდოვასა და უკრაინისთვის სტატუსის მინიჭება არაფრად ღირს…შეუძლიათ სამუდამოდ იყვნენ მოსაცდელ ოთახში, – აღნიშნულის შესახებ ევოპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.

მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსი ყველაზე მცირეა, რაც ევროკავშირის ლიდერებს შეეძლოთ უკრაინისთვის და მოლდოვასთვის გაეკეთებინათ, ყოველგვარი ფინანსური ვალდებულებების გარეშე.

“ნება მომეცით ასე განვაცხადო: გადაწყვეტილება მოლდოვასა და უკრაინაზე ძალიან უმნიშვნელოა. გეოპოლიტიკურად ძალიან დაძაბულ ვითარებაში მათთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არაფრად ღირს. მათ შეუძლიათ სამუდამოდ იყვნენ ამ კანდიდატის სტატუსით მოსაცდელ ოთახში, როგორც ვნახეთ თურქეთთან და დასავლეთ ბალკანეთთან ერთად. კანდიდატის სტატუსი ყველაზე მცირეა, რაც ევროკავშირის ლიდერებს შეეძლოთ გაეკეთებინათ ფინანსური ვალდებულებების გარეშე. რა თქმა უნდა, კარგია ევროკავშირის ერთიანობა და უკრაინელებისთვის – მიზანი, სანამ ისინი ებრძვიან ამ საშინელ ომს.

საქართველოსთან დაკავშირებით, ქვეყანას პრობლემა აქვს. წარსულში ის ყოველთვის ლიდერობდა, როცა საქმე რეფორმებს, ანტიკორუფციას, საზოგადოების მოდერნიზაციას ეხებოდა. მაგრამ ახლა ისინი სრულიად არასწორი მიმართულებით წავიდნენ. და ნაცვლად უფსკრულის დახურვისა, ისინი ხსნიან უფსკრული, რაც ართულებს გადაწყვეტილების მიღებას, რომ ევროპულმა საბჭომ მასაც იგივე სტატუსი მიანიჭოს, რაც საქართველოსა და მოლდოვას აქვს. სამართლიანია პირობა: ჯერ შეასრულე შენი საშინაო დავალება და შემდეგ ჩვენ მოგანიჭებთ იგივე კანდიდატის სტატუსს, როგორც დანარჩენ ორს”, – განაცხადა კრამონმა.

იტვირთბა....