aviabiletebi
ახალი ამბები პოლიტიკა

“ქართულ ოცნებას” რაღაც საიდუმლო გეოპოლიტიკური დღის წესრიგი აქვს – კუბილიუსი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ქართულ ოცნებას” საიდუმლო გეოპოლიტიკური დღის წესრიგი აქვს, – აღნიშნულის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა “ფორმულასთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ომში ჩართვას არავინ არ სთხოვს.

“სამწუხაროა, რომ საქართველოს ახლა ასეთი რიტორიკის მქონე პრემიერმინისტრი ჰყავს. კომისიამ ძალიან მკაფიოდ თქვა, რატომ გამოყვეს საქართველო უკრაინისა და მოლდოვისგან და რატომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი – ეს იყო პოლიტიკური პოლარიზაცია.

ნაცვლად იმისა, რომ პრემიერი გამოვიდეს, მიიწვიოს პოლიტიკური ძალები და გადადგას ნაბიჯები განსხვავებული მიდგომის, ერთიანობის დემონსტრირებისთვის, ან ერთიანი ეროვნული მთავრობის ჩამოყალიბებისთვის, ის, პირველ რიგში, ადანაშაულებს ოპოზიციას ცრუ ბრალდებებით.

ბევრი ოპოზიციონერი ჩამოდის, ჩამოდიან “ქართული ოცნების” წევრებიც და ყველა გვთხოვს, რომ საქართველოს კანდიდატობას მხარი დავუჭიროთ. განცხადებები საქართველოს ომში ჩართვის შესახებ არა მხოლოდ სრული სირცრუეა, არამედ აჩვენებს, რომ “ქართულ ოცნებას” რაღაც საიდუმლო გეოპოლიტიკური დღის წესრიგი აქვს. არავინ არავის სთხოვს ომში ჩართვას, საჭიროა, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის ინსტიტუტებს ბოდიში მოუხადოს, რადგან ბრალდებები სრული სიცრუეა.

ბოლო დროს გაკეთდა არაერთი განცხადება და გადაიდგა არაერთი ნაბიჯი, მაგალითად, ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტის დაკავება იყო. საქართველოს მთავრობა მიზანმიმართულად აკეთებდა ყველაფერს, რომ კომისიისგან ნეგატიური შეფასება მიეღო. ახლა სააკაშვილზე იმის თქმა, რომ ოლიგარქია, როდესაც გავიწყდება შენი ნამდვილი ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი, აჩვენებს, რომ მთავრობას არ შეუძლია, სერიოზულად მიუდგეს, რა თქვეს კომისიამ და ევროპარლამენტმა, თან ცდილობენ რაღაც თამაშის თამაშს და ზოგჯერ ეს გიჟური თამაშებია, ამით ისინი სწირავენ საქართველოს მომავალს”, – აცხადებს კუბილიუსი.

იტვირთბა....