გარწმუნებთ, მთელი ჩვენი გუნდი, მთელი „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ამაში ხელს ვერავინ შეგვიშლის, თუ ვინმე გაბედავს რაიმე სახის დესტაბილიზაციას, ჩვენ ყველა კანონიერი საშუალებით დავიცავთ ჩვენი ხალხის მშვიდობას და კეთილდღეობას. ცეცხლით და მახვილით დავიცავთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის მშვიდობას, ამაში ეჭვი არავის შეეპაროს.
აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.