aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

ქადაგიშვილი – აქციაზე ხალხის რაოდენობა იმ ბევრზე უფრო ბევრი აღმოჩნდა, ვიდრე ვპროგნოზირებდი

aviabiletebi
ავიაბილეთები

აქციაზე იყო ერთიც და იყო მეორეც: იყო ხელისუფლებაზე გაბრაზებაც, მაგრამ იყო ზოგადად სურვილის დემონსტრირებაც – ვინმეს თუ ჰგონია, რომ ეს აქცია რევოლუციის წინაპირობაა, ძალიან ცდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

„ველოდი, რომ ეს არ იქნებოდა ტრადიციული ოპოზიციური პარტიის მიერ მოწყობილი აქციისთვის დამახასიათებელი ხალხის რაოდენობა და ბევრი იქნებოდა, მაგრამ იმ ბევრზე უფრო ბევრი აღმოჩნდა, ვიდრე მე ვპროგნოზირებდი. ჩემი აზრით, ევროკავშირის თემა ზოგადად საზოგადოებისთვის არის სენსიტიური და ხალხს ჰქონდა და აქვს იმის რწმენა, რომ მათი ნების კიდევ ერთხელ გამოხატვა – ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ობიექტურობისთვის უნდა ვთქვათ, რომ რა თქმა უნდა, ამ აქციის უკან პოლიტიკოსთა გარკვეულ ჯგუფს აქვს ის პოლიტიკური გეგმა და სურვილი, რაც უფრო მეტად შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგს უკავშირდება, ვიდრე იმ საერთო დღის წესრიგს.“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

იტვირთბა....