aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ენტონი ბლინკენი – აშშ-მა, ევროკავშირმა და გაერთიანებულმა სამეფომ ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას ომის დანაშაულების გამოძიებაში დაეხმარება

aviabiletebi
ავიაბილეთები

აშშ-მა, ევროკავშირმა და გაერთიანებულმა სამეფომ ერთობლივი საკონსულტაციო ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინის გენერალურ პროკურატურას სამხედრო დანაშაულების გამოძიებაში დაეხმარება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

ჯგუფი უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი სამხედრო თუ სხვა ტიპის დანაშაულის დოკუმენტირებას განახორციელებს.

“მიუხედავად იმისა, რომ აშშ და ჩვენი პარტნიორები უკვე ვწევთ საერთაშორისო ძალისხმევას, რათა დადგინდეს სისასტიკის ჩადენაზე პასუხისმგებელი პირები, ომის დანაშაულებში პასუხისმგებელი პირების მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრებაში გადამწყვეტ როლს სწორედ უკრაინის გენერალური პროკურატურა ითამაშებს. “.- თქვა ბლინკენმა.

იტვირთბა....