aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსული სანქციების დარღვევა შესაძლოა, დანაშაულად ჩაითვალოს – ევროკავშირის ინიციატივა

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსული სანქციების დარღვევა შესაძლოა, დანაშაულად ჩაითვალოს. ამის შესახებ ინიციატივა ევროკავშირმა გააჟღერა.

მათი თქმით, წინადადება საშუალებას მისცემს ევროკავშირის მთავრობებს ჩამოართვან იმ კომპანიებისა და ფიზიკური პირების აქტივები, რომლებიც თავს არიდებენ ევროკავშირის შეზღუდვებს რუსეთის წინააღმდეგ.

რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების დარღვევა ევროკავშირის 12 ქვეყანაში სისხლის სამართლის დანაშაულია. ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის დანაშაულია 13-ში და ორი ქვეყანა მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განიხილავს.

კომისიის განცხადებით, წინადადება მიზნად ისახავს, სანქციების თავიდან აცილება სერიოზულ დანაშაულად აქციოს ევროკავშირის 27-ვე  ქვეყანაში.

„დღევანდელი წინადადებები მიზნად ისახავს უზრუნველყოს, რომ ფიზიკური და სუბიექტების აქტივები, რომლებიც არღვევენ შემაკავებელ ზომებს, მომავალში შეიძლება ეფექტური კონფისკაცია იყოს“, – ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

იტვირთბა....