aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

(ვიდეო) “აღარ შემიძლია წუწუნის მოსმენა, რომ ბავშვები ცოდოები არიან…რატომ გეცოდებათ ისინი” – სიმონიანი

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

აღარ შემიძლია იმის მოსმენა, რომ ბავშვები ცოდოები არიან…რატომ გეცოდებათ ისინი, – აღნიშნულის შესახებ რუსმა პროპაგანდისტმა ჟურნალისტმა, მარგარიტა სიმონიანმა რუსულ მედიაში განაცხადა და იმ ადამიანებს მიმართა, ვისაც დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები აწუხებს.

სიმონიანი პროგნოზირებს, რომ ან რუსეთი გაიმარჯვებს უკრაინასთან, ან “ყველაფერი ცუდად დასრულდება მთელი კაცობრიობისთვის”.

“რუსებს უნდა ახარებდეთ ფაქტი იმის შესახებ, რომ მათი შვილები დასავლეთში არასდროს ისწავლიან”, – აცხადებს ჟურნალისტი, რომელიც აშშ-ში სწავლობდა.

სიმონიანი აღნიშნავს, რომ რუსი მშობლები მადლობას იტყვიან იმის გამო, რომ მათი შვილები დასავლეთში განათლებას ვერ მიიღებენ, რადგან ასეთ შემთხვევაში ნორმალურ ადამიანებად დარჩებიან.

“მათ ყველას სჯერათ, რომ ჩვენ აუცილებლად წავაგებთ და დასავლეთი გაიმარჯვებს. ვერ იგებენ, რომ ეს შეუძლებელია. ან ჩვენ მოვიგებთ, ან ეს მთელი კაცობრიობისთვის ძალიან ცუდად დასრულდება. მესამე გზა არ არსებობს. კითხულობენ რამდენი ხანი გაგრძელდება დასავლეთის მხრიდან ჩვენი განცალკევება, მიეჩვიეთ, რომ ეს სამუდამოდ ასე იქნება.

აღარ შემიძლია წუწუნის მოსმენა, რომ ბავშვები ცოდოები არიან. ამიხსენით, რატომ არიან ისინი ცოდოები?. ზოგიერთი წუხს იმის გამო, რომ ისინი დასავლეთში ვეღარ ისწავლიან. მე მათ ვეუბნები, რომ ამის გამო უნდა უხაროდეთ. დასავლეთის სამყარო დიდი სისწრაფით ჯოჯოხეთისკენ მიექანება. თქვენ მადლობას იტყვით იმის გამო, რომ თქვენი შვილი არასდროს არ სწავლობდა დასავლეთში. ისინი ასეთ შემთხვევაში ნორმალურ ადამიანებად დარჩებიან”, – აცხადებს სიმონიანი.

იტვირთბა....