aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“რუსეთი უკრაინაში სპეცოპერაციის ტემპს ანელებს” – შოიგუ

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, მიზანმიმართულად ანელებს უკრაინაში თავდასხმის ტემპს, რათა “აიცილოს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი და მისცეს ხალხს ევაკუაციის შესაძლებლობა”.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

შოიგუს თქმით, დასავლეთის მიერ კიევისადმი ფართომასშტაბიანი დახმარების მიუხედავად უკრაინაში ეგრეთ წოდებულ “სპეციალურ ოპერაციას” ყველა ამოცანის სრულ დასრულებამდე გააგრძელებენ.

მან ასევე აღნიშნა პროპაგანდისტული მანტრა “მაღალი სიზუსტის იარაღზე”, რომელიც თითქოს,  მხოლოდ საცეცხლე პოზიციებზე და სამხედრო ობიექტებზე მოქმედებს.

მედიის ცნობით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა გაიმეორა ნასწავლი ფრაზები, რომ “ნატო” უკრაინას რუსეთის მიმართ მტრულ სახელმწიფოდ აქცევს.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

ამავე თემაზე:  Meduza: კრემლში უკვე განიხილავენ, ვინ იქნება პუტინის მემკვიდრე

ამავე თემაზე:  “პუტინს მძიმე დაავადებები აქვს, რომელთაგან ერთ-ერთი კიბოა” – უკრაინის დაზვერვის უფროსი

იტვირთბა....