aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

Forbes-ის ცნობით, რუსეთს უკრაინის ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთს უკრაინის ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, უკრაინის ტერიტორიების 20% 125 000 კვადრატულ კილომეტრს ნიშნავს.

“2014 წლიდან რუსეთის არმიამ იმდენი უკრაინული მიწა დაიპყრო, რომ მათი საერთო ფართობი აღემატება უნგრეთის და ბულგარეთის გაერთიანებულ ტერიტორიებს.

ოკუპირებული ტერიტორიის ფართობის რეკორდი 2022 წელს დაეცა. დროებით უკონტროლო ტერიტორიები მოიცავს ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკას, დონეცკის, ლუგანსკის, ხარკოვის, ხერსონის, ზაპოროჟიას რეგიონების ნაწილებს და ქალაქ სევასტოპოლს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, ომის დროს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მთლიანად გაათავისუფლეს კიევის, ჩერნიგოვის, სუმის, ნიკოლაევისა და ჟიტომირის რეგიონები რუსი დამპყრობლებისგან.

პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი  გადადის დასკვნით ფაზაში,  რომლის დროსაც კონტრშეტევა და ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება მოხდება.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.
იტვირთბა....