aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

პოლონეთი რუსეთთან 30-წლიან ენერგეტიკულ ურთიერთობას წყვეტს

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლონეთმა რუსეთთან 30-წლიანი ენერგეტიკული ურთიერთობა შეწყვიტა, – “სიენენის” ცნობით, აღნიშნულის შესახებ პოლონეთის კლიმატისა და გარემოს მინისტრმა, ანა მოსკვამ Twitter-ზე დაწერა.

მისივე თქმით, ყოველთვის იცოდნენ, რომ რუსეთი არ იყო სანდო პარტნიორი.

„პოლონეთი წყვეტს 1993 წლის მთავრობათაშორისი გაზის შეთანხმებას იამალის [მილსადენზე] რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ დაადასტურა პოლონეთის მთავრობის გადაწყვეტილების სისწორე რუსული გაზისგან სრული დამოუკიდებლობის მიმართულებით. ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ „გაზპრომი“ არ არის სანდო პარტნიორი“, – დასძინა მან.

როგორც მედია წერს, შეთანხმება მოიცავდა გაზის მიწოდებას იამალის მილსადენით და ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და მოვლა-პატრონობას, რომელიც დაკავშირებულია პოლონეთის გავლით გაზის ტრანზიტთან.

იტვირთბა....