aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

რუსეთი “აზოვსტალის” მებრძოლების გაცვლის შესაძლებლობას განიხილავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთი “აზოვსტალის” მებრძოლების გაცვლის შესაძლებლობას განიხილავს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეზე, ანდრეი რუდენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედია წერს, რუდენკო ამ ეტაპზე სხვა ინფორმაციას არ ასაჯაროებს.

მანამდე, რუსული მოლაპარაკებების ჯგუფის წევრმა და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება „შეისწავლის საკითხს“ უკრაინის მიერ დაკავებული ვიქტორ მედვედჩუკის მარიუპოლის დატყვევებულ დამცველებთან გაცვლის შესახებ. თუმცა მოგვიანებით მან „გადაიფიქრა“.

ცნობისთვის, რამდენიმეთვიანი ბლოკადის შემდეგ, რუსულმა სამხედრო ძალებმა მარიუპოლის მცველები “აზოვსტალის” ქარხნიდან თავიანთ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანეს და მათი გაცვლა შესაძლოა რუს ტყვეებზე მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....