aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“რუსეთის დანაკარგები სსრკ-ის ავღანეთში 9-წლიან ომს გაუტოლდა” – ბრიტანული დაზვერვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინაში დაწყებულ ომში, პირველი სამი თვის რუსეთის დანაკარგები სსრკ-ის ავღანეთში 9-წლიან ომს გაუტოლდა, – უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

ანგარიშში განმარტებულია რამ გამოიწვია რუსეთის ჯარების ამგვარი ზარალი.

“დანაკარგების ასეთი მაღალ მაჩვენებელი, რომელიც დონბასში შეტევის დროს იზრდება, რუსეთის არმიის ცუდმა ტაქტიკურმა კომბინაციებმა, შეზღუდულმა საჰაერო დაცვამ, მოქნილობისა და გუნდური მიდგომის ნაკლებობამ გამოიწვია.

რუსეთის საზოგადოებამ წარსულში დაამტკიცა, რომ ომისგან გამოწვეული მსხვერპლის მიმართ მგრძნობიარეა. უკრაინაში მსხვერპლის ზრდასთან ერთად კი ეს ფაქტი უფრო აშკარა ხდება და შეიძლება საზოგადოებრივი უკმაყოფილებაც გაიზარდოს”, – წერია ინფორმაციაში.

მტრის ჯამური საბრძოლო დანაკარგები 24.02-დან 23.05-მდე დაახლოებით შეადგენდა

  • პერსონალი – ლიკვიდირებულია დაახლოებით 29 200 (+150) ადამიანი,
  • ტანკები -1293 (+8) ერთეული,
  • ჯავშანტექნიკა – 3166 (+25) ერთეული,
  • საარტილერიო სისტემები – 604 (+5) ერთეული,
  • MLRS-201 (+0) ერთეული,
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები – 93 (+0) ერთეული,
  • თვითმფრინავი – 204 (+0) ერთეული,
  • ვერტმფრენები – 170 (+0) ერთეული,
  • UAV ოპერატიულ-ტაქტიკური დონე-476 (+6),
  • საკრუიზო რაკეტები – 110 (+3),
  • გემები / ნავები – 13 (+0) ერთეული,
  • საავტომობილო ტექნიკა და ტანკერები – 2206 (+12) ერთეული,
  • სპეციალური ტექნიკა-43 (+0).

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

ამავე თემაზე: “უკრაინა რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას გამორიცხავს” – პოდოლიაკი

იტვირთბა....