ზედიზედ მეორედ და ბოლო 5 წელში მეოთხედ ინგლისის პრემიერლიგა “მანჩესტერ სიტიმ” მოიგო. ბოლო ტურში “სიტიმ” შინ “ასტონ ვილა” დაამარცხა და ტიტული დაისაკუთრა.
აღსანიშნავია, რომ მანჩესტფერული გუნდი 69-ე წუთისთვის 0:2-ს აგებდა. ამ ანგარიშით ჩემპიონი “სიტის” კონკურენტი “ლივერპული” ხდებოდა. თუმცა, “სიტიმ” მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანა და მორიგჯერ გაჩემპიონდა.