aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

„აზოვსტალიდან“ დაჭრილი სამხედროების გამოყვანაზე შეთანხმება მიღწეულია – რუსეთის თავდაცვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

„აზოვსტალიდან“ დაჭრილი სამხედროების გამოყვანაზე შეთანხმება მიღწეულია, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “ეხო კავკაზა” რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსული მხარის ინფორმაციით, ამისთვის „სიჩუმის რეჟიმი“ დაწესდება. დაჭრილები ნოვოაზოვსკში გადაჰყავთ, რომელსაც რუსული მხარე აკონტროლებს.

ტექსტში ნათქვამია, რომ შეთანხმების შესახებ ინფორმაცია ასევე პრორუსი სეპარატისტების ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრ ხოდაკოვსკიმ დაადასტურა. უკრაინას ამ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ რუსებმა ქალაქი მარიუპოლი და “აზოვსტალის” ქარხანა რამდენიმე თვეა, რაც ალყაში მოაქციეს. ბოლო ცნობებით, ბუნკერებში ასეულობით დაჭრილი უკრაინელი სამხედროა. ამ დრომდე რუსული მხარე ევაკუაციის სანაცვლოდ ქარხნის ყველა სამხედრო პერსონალის ჩაბარებას დაჟინებით მოითხოვდა.

იტვირთბა....