aviabiletebi
ახალი ამბები სამართალი

“ეს რეჟიმის ლპობის ბოლო სტადიაა” – სააკაშვილი გვარამიას დაკავებაზე

ნიკა გვარამია თავისუფლებისთვის ბრძოლის, შეუპოვრობის, მოუსყიდლობისა და გამბედაობის სიმბოლოა. მისი “განაჩენი” სინამდვილეში საქართველოში ხელისუფლების მიმტაცებლების მიერ საკუთარი თავისთვის გამოტანილი განაჩენია. ეს რეჟიმის ლპობის ბოლო სტადიაა.

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქართველი ხალხი აუცილებლად გაითავისუფლებს თავს და გაათავისუფლებს ნიკასაც. საქართველო იქნება თავისუფალი და წარმატებული ევროპული ქვეყანა.

ახლა, როგორც არასდროს, ყველა უნდა გაერთიანდეს და ჩვენი წვრილმანი განსხვავება გავწიოთ გვერდით. გამარჯვების ერთადერთი რეცეპტი არის ერთობა. ახლა ცხვირის ჩამოშვების დრო კი არა, ბრძოლის დროა!.

ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, ნიკა გვარამიას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის “კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას”.

 

იტვირთბა....