aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“ფინეთსა და შვედეთში NAT0-ს სამხედრო ძალების განთავსებას შესაბამისად ვუპასუხებთ” – პუტინი

aviabiletebi
ავიაბილეთები

NATO-ს გაფართოება ფინეთისა და შვედეთის ხარჯზე არ წარმოადგენს პირდაპირ საფრთხეს რუსეთის ფედერაციისთვის, რადგან მოსკოვს ამ ქვეყნებთან არანაირი პრობლემა არ აქვს,- აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

ამასთანავე, პუტინმა ფინეთსა და შვედეთში NATO-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგების შემთხვევაში შესაბამის ქმედებებზეც ისაუბრა.

„რაც შეეხება [ნატოს] გაფართოებას, მათ შორის ალიანსის ახალი წევრების – ფინეთის, შვედეთის მეშვეობით, რუსეთს ამ ქვეყნებთან არანაირი პრობლემა არ აქვს. ამიტომ, ამ თვალსაზრისით, ამ ქვეყნების ხარჯზე გაფართოება არ წარმოადგენს პირდაპირ საფრთხეს რუსეთისთვის. ამ ტერიტორიაზე სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება აუცილებლად გამოიწვევს ჩვენს პასუხს“, – განაცხადა პუტინმა.

პუტინი აღნიშნავს, რომ შესაბამისი რეაგირება შექმნილი საფრთხეების შეფასების შემდგომ მოხდება.

“ამ დაუსრულებელი გაფართოების პოლიტიკის გარდა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ასევე სცილდება თავის გეოგრაფიულ დანიშნულებას, ევროატლანტიკურ ზონას, ცდილობს უფრო და უფრო აქტიურად ჩაერთოს საერთაშორისო საკითხებში და გააკონტროლოს საერთაშორისო სიტუაცია უსაფრთხოების თვალსაზრისით, გაზარდოს გავლენა”, – ამბობს პუტინი.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

 

იტვირთბა....