aviabiletebi
ახალი ამბები პოლიტიკა სამართალი

“დრო მოვიდა, ივანიშვილის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების საკითხი წამოვჭრათ” – პავილიონისი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბიძინა ივანიშვილის განზრახვა თავიდანვე ის იყო, საქართველოსთვის ევროპული გზა ჩაეკეტა და ახლა, მე ვფიქრობ, რომ დრო მოვიდა, მის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების საკითხი წამოვჭრათ, – აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია “მთავართან” ლიეტუვის სეიმის წევრმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა იმ რეფორმამ, რომელიც საქართველომ გაატარა ვარდების რევოლუციის შემდეგ, ჩვენი ქვეყანა ევროატლანტიკური ინტეგრაციის უმაღლეს ეშელონებში დააყენა.

“ჩვენ უკვე დავიღალეთ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის იმის ახსნით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, არ აპატიმრებდე პოლიტიკურ ოპონენტებს, ოპოზიციური არხების ხელმძღვანელებს და არ უარყოფდე საგზაო რუკებს. სამწუხაროდ, ახლა, როდესაც დრო ასე მნიშვნელოვანია, როდესაც ძალიან მალე ევროკომისიამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ არ აღმოჩნდეს ევროპისკენ მიმავალ ამ მატარებელზე.

შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილის განზრახვა თავიდანვე ის იყო, საქართველოსთვის ევროპული გზა ჩაეკეტა და ახლა, მე ვფიქრობ, რომ დრო მოვიდა, მის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების საკითხი წამოვჭრათ. იმიტომ, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა და ყველა იმ რეფორმამ, რომელიც თქვენ გაატარეთ ვარდების რევოლუციის შემდეგ, თქვენი ქვეყანა ევროატლანტიკური ინტეგრაციის უმაღლეს ეშელონებში დააყენა. სწორედ ამიტომ მოახდინა პუტინმა 2008 წელს ომის პროვოცირება, მან ვერ აიტანა ის, რომ საქართველო სრულიად აკმაყოფილებდა ევროინტეგრაციის მოთხოვნებს”, – აცხადებს ჟიგიმანტას პავილიონისი “მთავართან”.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, ნიკა გვარამიას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის “კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას”.

 

იტვირთბა....