aviabiletebi
ახალი ამბები სამართალი

კანონს თუ არ დავიცავთ, აღმოჩნდება, რომ სელებრითობა არ იქნება დასჯადი და გლეხი კაცის საქმიანობა დასჯადია? – ქადაგიშვილი

სამართალსა და კანონს თუ არ დავიცავთ, მაშინ აღმოჩნდება, რომ პოლიტიკოსობა, ბლოგერობა, სელებრითობა არ იქნება დასჯადი და გლეხი კაცის საქმიანობა დასჯადია? ასეთი დიფერენცირება არ ჯდება არც კანონის განმარტებაში და არც ევროკავშირის ინტერესებში.
აღნიშნულის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ტელეკომპანია “მთავარის” დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, ნიკა გვარამიას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის “კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას”.
იტვირთბა....