aviabiletebi
ახალი ამბები სამართალი

“სააკაშვილის და გვარამიას ციხიდან გათავისუფლების უმოკლესი გზა,”ნაცმოძრაობის” დაშლაა” – ხვიჩია

aviabiletebi
ავიაბილეთები

მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას ციხიდან გათავისუფლების უმოკლესი გზა – არის “ნაციონალური მოძრაობის” დაშლა, – აღნიშნულის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს.

მისივე თქმით, ერთმანეთის დაჭერა, ერთმანეთის ციხეში ჩასმა, ერთმანეთის ლანძღვა-გინება უნდა დამთავრდეს.

“ამის გამო ადამიანის დაჭერა ძალიან საშიშ პრეცენდენტს ქმნის თვითონ “ქართული ოცნებისთვის”. რაც შეეხება მიზეზს, რის გამოც ის დაიჭირეს, მე მგონი ეს ფაქტია, რომ არც გაფლანგვა და არც მანქანის ტარება არ არის. ეს არის პოლიტიკური ბრძოლის ნაწილი, სადაც ერთ-ერთი მხარე, ამ ბრძოლაში აწმყოში გამარჯვებული, დამარცხებულ მხარეს ატყვევებს და ჩვენ ასე გავაგრძელებთ თუ ეს ბრძოლა არ დამთავრდება, ასე გავაგრძელებთ დიდი ხანი, ამით ზიანდება მთელი ქვეყნის ინტერესები.

ამ ბრძოლაში, ერთმანეთის დაჭერა, ერთმანეთის ციხეში ჩასმა, ერთმანეთის ლანძღვა-გინება უნდა დამთავრდეს და ამ დამთავრების მთავარი გზა, რომელიც ამავდროულად არის მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას ციხიდან გათავისუფლების უმოკლესი გზა – არის “ნაციონალური მოძრაობის” დაშლა”, – აცხადებს ხვიჩია.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიას პროკურატურა ედავება “რუსთავი 2”-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის “კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას”.

იტვირთბა....