„ამავდროულად, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა, ავიაციასთან თანამშრომლობით, დღის განმავლობაში 100-ზე მეტი დარტყმა მიაყენეს მტრის პოზიციებს.

ჩერნობაევკას მახლობლად დადასტურდა 75 რაშისტის და თითქმის 20 ცალი ტექნიკის დაკარგვა, კერძოდ, 4 ბუქსირი და 2 თვითმავალი ჰაუბიცა „მსტა-ს“, 4 ნაღმსატყორცნების სისტემა, 2 ერთეული ჯავშანტექნიკა და 4 მანქანა და კიდევ 2 ტექნიკური სახელოსნო და 1 უპილოტო საფრენი აპარატი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.