ახალი ამბები სამართალი

“გვარამიას დაკავება არ გვაძლევს უფლებას გავხდეთ ჭირისუფლები” – მელია

გვარამიას დაკავება არ გვაძლევს უფლებას გავხდეთ ჭირისუფლები, – აღნიშნულის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, ტელეკომპანია “მთავარის” დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, იბრძოლებენ მანამ, სანამ ქვეყანა თავისუფალი არ გახდება.

“ნიკა გვარამია მთელი ამ 10 წლის განმავლობაში უკომპრომისოდ იბრძოდა და ყველაფერი გააკეთა რაც შეეძლო ერთ ადამიანს გაეკეთებინა, ის ბევრი ადამიანის გასაკეთებელს აკეთებდა და ახლაც გააკეთებს, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ აი ამ გზაზე, ოლირგარქის დამარცხების გზაზე ოლიგარქის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე უფრო მძიმეა და უფრო საზიანოა ის ადამიანები, რომლებიც თითქოს არიან არა ბიძინა ივანიშვილის მხარეს გამოხატულად არამედ ჩვენს მხარეს. რომლებიც აკრიტიკებდნენ ნიკა გვარამიას და ამბობდნენ, რომ ნიკა გვარამია არის შეკრული, ნიკა გვარამია არის ადამიანი, რომელმაც ეს და ეს არ გააკეთა და ამით ძლიერდებოდა რეჟიმი.

რა თქმა უნდა, დღესაც არსებობენ ასეთი ადამიანები. ღიად ვსაუბრობ ამ ყველაფერზე, უნდა მოიკვეთო ის ჯგუფი ადამიანებისა, ვინც უარყოფით პროცესებს ავითარებს ოპოზიციის პლატფორმაზე და შეფუთულები არიან, როგორც ქომაგები დემოკრატიის. დღეს ნიკა გვარამიას დაკავება არ გვაძლევს ჩვენ უფლებას  გავხდეთ ჭირისუფლები.

ვფიქრობ, ნიკა გვარამიას წუწუნით უფრო დავაზიანებთ. კიბატონო, მეც მინდა, რომ ბიძინა ივანიშვილი დღეს საღამოსვე დამარცხდეს, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი, რომლის წინააღმდეგ ბრძოლა გულისხმობს პატიმრობებს. ჩვენ მანამ ვიბრძოლებთ, სანამ არ გავათავისუფლებთ ამ ქვეყანას”, – აცხადებს მელია.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიას პროკურატურა ედავება “რუსთავი 2”-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის “კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას”.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....

სხვა ამბები

🎥VIDEO: ამ წუთებში მოსკოვში ხანძარია

თბილისი პრაიდის კვირეულის დაწყების აღსანიშნავად, ორგანიზატორებმა ტორტი გაჭრეს

ბულგარეთმა რუსეთის საელჩოს 70 თანამშრომელს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა

“ოთხი მანქანა დამყვება ქუთაისი-ბათუმის ტრასაზე” – დეკანოიძე ფარულ თვალთვალზე

“პუტინს მძიმე დაავადება აქვს და ის იმაზე სერიოზულია, რაზეც თქვენ საუბრობთ” – ზელენსკი

შოკისმომგვრელი კადრები – რუსეთს ტორნადომ შეუტია (ვიდეო)