aviabiletebi
ახალი ამბები სამართალი

“იმედია დასავლეთში დარწმუნდებიან, რომ ივანიშვილზე დაუყოვნებელი სანქციებია საჭირო” – ნათელაშვილი გვარამიაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

იმედია დასავლეთში დარწმუნდებიან, რომ ივანიშვილზე დაუყოვნებელი სანქციებია საჭირო, – აღნიშნულის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ტელეკომპანია “მთავარის” დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილმა პირად პოლიტიკურ პატიმრებს შემატა კიდევ ერთი, ნიკა გვარამია.

“რუსულმა ოლიგარქიულმა დიქტატურამ საქართველოში მიიღო დასრულებული ფორმა. დააპატიმრეს ოპოზიციური მედიის ხელმძღვანელი. ივანიშვილის პირად პოლიტიკურ პატიმრებს შემატა კიდევ ერთი, ნიკა გვარამია.

იმედია ჩვენი დასავლელი მოკავშირეები ახლა მაინც დარწმუნდებიან, რომ ტირან ივანიშვილზე დაუყოვნებელი სანქციებია საჭირო და გადაწყვეტენ, ვისთან სურთ მოკავშირეობა ქართველ ხალხთან თუ პუტინ-ლუკაშენკოს მოკავშირე რეპრესიულ რეჟიმთან,რომელიც პუტინის მილიარდებით მსუყედ აფინანსებს თავის ვაი-ატლანტიკურ ლობისტებს”, – წერს შალვა ნათელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის “კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას”.

იტვირთბა....