aviabiletebi
ახალი ამბები სამართალი

“გინდათ თავისუფალი სიტყვა, თუ არ გინდათ, თქვენს თავებს ჰკითხეთ” – გრიგოლია გვარამიაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

გინდათ თავისუფალი სიტყვა თუ არ გინდათ, თქვენს თავებს ჰკითხეთ, – აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტმა, ინგა გრიგოლიამ ტელეკომპანია “მთავარის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ცხოვრებაზე გაბრაზებული [ივანიშვილი] პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე გადავიდა.

“თუ აქამდე 10 წლის განმავლობაში გვესმოდა მუქარები “აი გაჩერდით, თორემ დაგიჭერთ”, დღეს უკვე დასანქცირების გზაზე მდგარი და ცხოვრებაზე გაბრაზებული [ივანიშვილი] პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე გადავიდა. დაიწყო ნიკა გვარამიათი და გაგრძელება ალბათ იქნება. დანარჩენი მაყურებელმა თავად განსაზღვროს, გინდათ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც თავისუფალი მედიის წარმომადგენლებს იჭერენ და კლავენ როგორც ლექსოს თუ არა. გინდათ თავისუფალი სიტყვა, თუ არ გინდათ თქვენს თავებს ჰკითხეთ”, – აცხადებს გრიგოლია.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის “კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას”.

იტვირთბა....