aviabiletebi
ახალი ამბები სამართალი

“მკვეთრად გამოხატული იყო ეკონომიკური ხასიათის დანაშაული” – ოცნების დეპუტატი გვარამიაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

მკვეთრად გამოხატული იყო ეკონომიკური ხასიათის დანაშაული, – აღნიშნულის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა გვარამიას ჩადენილი დანაშაულები შესაბამისი დოკუმენტაციით დადასტურდა.

“ეს გახლავთ ფინანსური და ეკონომიკური ხასიათის დანაშაული. ეს დანაშაული შესაბამისი დოკუმენტების საშუალებით დამტკიცდა. იმ სასამართლომ, რომელმაც განიხილა ეს საქმე ჩათვალა, რომ ფინანსური სახის მაქინაციაზე იყო საუბარი. რა შუაშია აქ სიტყვის თავისუფლება.

თუ ადევნებთ თვალს, ამასწინათ სასამართლომ მელაძისა და ჟორჟოლიანის მისამართით გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. ხან მიკერძოებულია სასამართლო და ხან არა, ასე ვერ ვიტყვით. სასამართლო არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი, ისევე როგორც, სიტყვის თავისუფლება საქართველოში. აქ იყო მკვეთრად გამოხატული ეკონომიკური ხასიათის დანაშაული, რაც შესაბამისი დოკუმენტაციით დადასტურდა”, – აცხადებს სეფაშვილი.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.

იტვირთბა....