aviabiletebi
ახალი ამბები სამართალი

“ეს არის რუსი ოლიგარქის ბოლო გაფართხალება” – კვესიტაძე გვარამიას დაკავებაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის რუსი ოლიგარქის ბოლო გაფართხალება, – აღნიშნულის შესახებ “მთავარი არხის” ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში გვარამიას განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, გვარამია ივანიშვილისთვის მთელი ამ წლების განმავლობაში ყველაზე მთავარი მეტოქე იყო.

“დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის რუსი ოლიგარქის ბოლო გაფართხალება. ეს არის ერთი შეხედვით ძალიან სასაცილო, ამბავიც, იმიტომ რომ მანქანის გამო ამ ქვეყნის ყველაზე მთავარი მედიამენეჯერის დაჭერა, რომელიც ივანიშვილისთვის არ იყო რასაკვირველია უბრალოდ მედიამენეჯერი, ის იყო მისი ყველაზე მთავარი მეტოქე მთელი ამ წლების განმავლობაში.

გვარამია იყო ის, რომელმაც შეინარჩუნა მასთან ბრძოლის ფრონტი წლების განმავლობაში. ნიკას არ შეშინებია არასდროს არაფრის. მისი ბოლო განცხადებები იყო, წარმოუდგენელი ღირსების დემონსტრირება. მან თქვა, რომ ყველაფრისთვის მზად არის და ძალიან მშვიდად შეხვდა ამ გადაწყვეტილებასაც”, – აცხადებს კვესიტაძე.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.

იტვირთბა....