aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

რუსულმა ჯარებმა იზიუმიდან 10 კილომეტრით უკან დაიხიეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსულმა ჯარებმა იზიუმიდან 10 კილომეტრით უკან დაიხიეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მისივე ცნობით, დამპყრობლები დონბასის მიმართულებით მოძრაობენ, ხოლო მტრის ძალების ნაწილი დაზიანებული ტექნიკით ბრუნდება ბოროვაიას გავლით კუპიანსკის მიმართულებით.

ამავდროულად, რუსული სამხედრო და ტექნიკის ნაწილი კვლავ აგრძელებს კონცენტრირებას თემის დასახლებებში და ადგილობრივ ტყეებში.

“ალბათ, ეს გამოწვეულია უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის შედეგად. ღამით და დილით ძლიერი აფეთქებები ისმოდა პოდვისოკოედან, ბუგაევკადან, კუნიედან“, – ნათქვამია შეტყობინებაში.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....