aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

უკრაინამ სტრატეგიულად უკვე გაიმარჯვა, თუმცა ომი ჯერ არ დასრულებულა – შსს

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინამ სტრატეგიულად უკვე გაიმარჯვა, თუმცა ომი ჯერ არ დასრულებულა, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა როსტისლავ სმირნოვმა განაცხადა.

მან განმარტა, რომ ომი არ არის მხოლოდ ფრონტის ხაზი, ომი, ასევე, არის ბრძოლა რესურსებისთვის. ჩვენ კი, რუსეთისგან განსხვავებით, საჭირო რესურსებს და დახმარებას სხვა ქვეყნებიდან ვიღებთ.

„სტრატეგიულად ჩვენ უკვე გავიმარჯვეთ… ომი არ არის მხოლოდ, შედარებით რომ ვთქვათ, ფრონტის ხაზი, ომი ასევე, არის უკანა მხარე, რესურსები“, – აღნიშნა სმირნოვმა.

უკრაინის შს მინისტრის მრჩევლის თქმით, უკრაინას აქვს მობილიზების უნარი და უკვე მობილიზებული ჰყავს ჯარები. უკრაინას აქვს რესურსები და უპირატესობები რუსეთის ფედერაციასთან შედარებით, ამიტომ მათი გამარჯვება გარდაუვალია.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....