aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“პუტინის გადაყენების მიზნით გადატრიალება მზადდება” – Sky News

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი ამბობს, რომ რუსეთთან ომი ისე კარგად მიდის, აგვისტოს შუა რიცხვებში ის გარდამტეხ წერტილს მიაღწევს და წლის ბოლომდე დასრულდება.

Sky News-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში გენერალ-მაიორმა კირილო ბუდანოვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთში ვლადიმერ პუტინის გადაყენების მიზნით გადატრიალება უკვე მზადდება და რუსეთის ლიდერი მძიმედ არის დაავადებული კიბოთი.

“გარდატეხის წერტილი იქნება აგვისტოს მეორე ნახევარში. აქტიური საბრძოლო მოქმედებების უმეტესობა დასრულდება მიმდინარე წლის ბოლომდე. შედეგად, ჩვენ განვაახლებთ უკრაინის ძალაუფლებას ყველა ჩვენს ტერიტორიაზე, რომელიც დავკარგეთ, მათ შორის დონბასში და ყირიმში”, – აცხადებს ბუდანოვი.

მისივე თქმით, რუსეთის ტაქტიკა არ შეცვლილა, მიუხედავად მისი აღმოსავლეთისაკენ გადახრისა, რუსეთი დიდ ზარალს განიცდის და ომში რუსეთის წარუმატებლობა არ გაჰკვირვებია.

“ჩვენ ყველაფერი ვიცით ჩვენი მტრის შესახებ. ჩვენ ვიცოდით მათი გეგმების შესახებ თითქმის მაშინ, როცა ისინი მზადდებოდა. ევროპა რუსეთს დიდ საფრთხედ უყურებს. მათ ეშინიათ მისი აგრესიის. ჩვენ რუსეთს რვა წელია ვებრძვით და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ძალზედ ცნობილი რუსული ძალა მითია. ის არ არის ისეთი ძლიერი, როგორც ამბობენ, ეს არის ურდო იარაღის მქონე ადამიანების”, – აცხადებს ბუდანოვი.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....