aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

ოკუპანტები “აზოვსტალზე” თავდასხმას მძიმე არტილერიით და საჰაერო ბომბებით აგრძელებენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ოკუპანტები “აზოვსტალზე” თავდასხმას მძიმე არტილერიით აგრძელებენ, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია “აზოვის პოლკზე” დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე ცნობით, ისინი საჰაერო ძალებს და ტანკებსაც იყენებენ.

აზოვსტალში გამაგრებული სამხედროები წერენ, რომ ისინი ოკუპანტებისთვის წინააღმდეგობის გაწევას აგრძელებენ.

ბატალიონის სამხედროების თქმით, რუსების შეტევებს ადამიანის ძალისხმევას აღმატებული რესურსებით იგერიებენ და ბრძოლას განაგრძნობენ.

ცნობისთვის, თითქმის სამი თვეა, რაც რუსებმა მარიუპოლი ალყაში მოაქციეს და იქ მყოფი ადამიანები სასიცოცხლო რესურსების გარეშე არიან დარჩენილი.

იტვირთბა....