ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“საქართველოს მთავრობა არავითარ შემთხვევაში არ ჩაერთვება ომში” – წულუკიანი

საქართველოს მთავრობა არავითარ შემთხვევაში არ ჩაერთვება ომში, – ასე გამოეხმაურა კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის ფრაზას,საქართველოს ხელისუფლებაში არ გამოიყურებიან ისე, რომ ცხინვალში შესვლა შეეძლოთ”

წულუკიანის თქმით, ეს არის გზა, რომელიც ბევრჯერ გავიარეთ და სიკეთე არაფერი მოგვიტანა.

“ჩვენ ნებისმიერ ასეთ განცხადებას ვპასუხობთ განუხრელად ერთსა და იმავეს. კერძოდ იმას, რომ საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ ჩაერთვება ომში და არავითარ შემთხვევაში არ დაღვრის არც ქართველის, არც აფხაზის და არც არავის სისხლს, რადგან ეს არის ის გზა, რაც ჩვენ არა ერთხელ, არამედ მრავალჯერ გავიარეთ და ამ გზამ არაფერი სასიკეთო ჩვენს ქვეყანას არ მოუტანა.

ამიტომ ჩვენი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, რაც არ უნდა ვინმემ რამე თქვას, ქარავანი მიდის და ჩვენ ვიცავთ მშვიდობას, რომელსაც დავიცავთ ბოლომდე ჩვენი შვილებისა და მომავალი თაობისთვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....

სხვა ამბები

ენტონი ბლინკენი – აშშ-მა, ევროკავშირმა და გაერთიანებულმა სამეფომ ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას ომის დანაშაულების გამოძიებაში დაეხმარება

26 მაისი – დღეს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს

მოხრე ვარ, როცა პარლამენტი დუღს, მაგრამ მგონია, რომ ქუჩის ამოძრავება მოგივწევს – ჩარკვიანი

რა უნდა შეეცვალა ამ დებატებს?  ეს იყო ერთმანეთის ლანძღვა-გინება და ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა – ნინო ბურჯანაძე

რუსული სანქციების დარღვევა შესაძლოა, დანაშაულად ჩაითვალოს – ევროკავშირის ინიციატივა

ხიდაშელი – ივანიშვილი კობახიძეს არა მარტო საშიშად მიიჩნევდა, პარტიიდან მის გაგდებასაც აპირებდა