aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

საჯარო პირებზე ნახევარმილიონიანი პრემია გაიცა: “იმიტომ რომ მუშაობენ” – უთხრეს “მეტრონომს” საკრებულოში

aviabiletebi
ავიაბილეთები

არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიოტორმა“ თბილისის საკრებულოში საახალწლოდ გაცემული პრემიებისა და დანამატების სია გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა დანამატისა და პრემიის სახით ნახევარი მილიონი ლარი მიიღეს.

„საკრებულოს პრემია – დანამატები დეკემბერში:

ანაზღაურება – 26 დეპუტატი 63 800 ლარი
ანაზღაურება – 24 დეპუტარტი ( თანამდებობის პირები ) 63 800 დანამატი – 37 871 ლარი

აპარატის თანამშრომლები:

სარგო – 253 364 ლარი
პრემია – 366 963 ლარი
დანამატი – 113 564 ლარი

საკრებულოს შტატგარეშე თანამშრომლები:

სარგო – 310 173 ლარი
პრემია – 48 827 ლარი

სულ პრემია – 415 790 ლარი
სულ დანამატი – 151 435 ლარი
პრემია – დანამატის ჯამი – 567 225 ლარი“.-წერია მედიატორის გამოქვეყნებულ ანგარიშში.

„მეტრონომი“ ორგანიზაციის დამფუძნებელს, ლევან ხაბეიშვილს ესაუბრა.

„საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა პრემიის სახით 366 000 ლარი მიიღეს, რაც გულისხმობს იმას, რომ სარგო აქვთ თვეში 245 000 ლარი, ანუ 130% მინიმუმ მარტო პრემია მიიღეს. თუ ამას დანამატსაც დავამატებთ, რომელიც ამავე თვეში მიიღეს 111 000 ლარზე მეტი. ხელფასის გარდა კიდევ ხელფასისა და დანამატის სახით 200% მიიღეს. ანუ სამი ხელფასი აიღეს ახალ წელს. თუ კონკრეტული ციფრები გაინტერესებთ, მაგალითად, აპარატის უფროსმა ელენე დუმბაძემ ახალ წელს 3000 ლარზე მეტი მიიღო მარტო პრემია და დანამატი. რაც შეეხება საკრებულოს დეპუტატებს, მათი ანაზღაურება დაახლოებით 2 500 ლარია ყოველთვიურად, მაგრამ 24 დეპუტატი, რომლებიც სხვადასხვა კომისიის თავმჯდომარე და მოადგილე არიან ჯამში 37 000 ლარი მიიღეს  დანამატის სახით. რაც გულისხმობს იმას, რომ საშუალოდ თითოეულმა დანამატის სახით დეკემბერში 1600 ლარზე მეტი მიიღო“. – აცხადებს ხაბეიშვილი.

მისი თქმით, იმ მძიმე სოციალურ ფონზე, რაც თბილისშია საკრებულოს მხრიდან ნახევარი მილიონი ლარის მხოლოდ თანამშრომელთა პრემირებაზე  ფულის ხარჯვა გაუმართლებელია.

„მეტრონომი“ საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელ თამუნა გვაზავას ესაუბრა. გვაზავას თქმით, საკრებულოში ნახევარი მილიონი ლარის პრემია იმიტომ გაიცა, რომ აპარატის თანამშრომლები მუშაობენ.

იტვირთბა....