aviabiletebi
ახალი ამბები კულტურა მთავარი სამართალი

“ქართული კულტურის მოპარვა არ გვინდოდა” – სომხური მხარე მოპარულ „დაისზე“

aviabiletebi
ავიაბილეთები

გიორგი ტუმასიანი სოციალურ ქსელში ამ სტატუსს ავრცელებს:

“ცოტა ხნის წინ დავუკავშირდი Gevorkian Dance Academy-ს დირექტორს. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ანსამბლის დირექტორის, ბატონ ვარდან გევორქიანის ოფიციალური მიმართვა საქართველოს მოქალაქეებისადმი YouTube-ზე უცნობი ადამიანის მიერ ამ ანსამბლის ცეკვის “სომხურ” ცეკვად დასახელებასთან დაკავშირებით.

იმედი მაქვს, რომ ეს წერილი, რომელიც სიმართლეს ასახავს, ისევე გავრცელდება სოციალურ ქსელსა და მედიაში, როგორც არასწორი, მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.

ქვემოთ გთავაზობთ წერილის ქართულ თარგმანს:

“ჩემო ძვირფასო ქართველო მეგობრებო,

გთხოვთ მიიღოთ ეს წერილი, როგორც განმარტება იმ გაუგებრობასთან დაკავშირებით, რომელიც მოჰყვა YouTube-ზე “MENQ meroncov” ექაუნტის მიერ ატვირთულ ვიდეოს”. მნიშვნელოვანია, რომ სიცხადე შევიტანოთ იმაში, რომ ჩვენ არ გაგვაჩნია არანაირი ფაქტობრივი ან იურიდიული კავშირები ამ ექაუნთთან. ამავდროულად, ამ ექაუნტს არ გააჩნდა ოფიციალური, ან სიტყვიერი ნებართვა, აეტვირთა ჩვენი მასალები.

ჩვენ, ოფიციალურად მოვითხოვეთ “MENQ meroncov” YouTube-ის ექაუნტს, რათა გაასწორონ შეცდომა და ამოიღონ ვიდეო ქსელიდან. ასეთივე მოთხოვნა ჩვენ გავუგზავნეთ YouTube-ს ადმინისტრაციას და ველოდებით პასუხს.

 

1987 წელს, სომხეთში, ქ. ერევანში ჩამოყალიბდა ეროვნული ქორეოგრაფიული ანსამბლი “დრუჟბა” (მეგობრობა). მრავალი ქორეოგრაფი სხვა ქვეყნიდან იქნა მოწვეული, რათა მიეცათ საკუთარი ეროვნული ცეკლების გაკვეთილები ანსამბლისთვის. ქორეოგრაფთა შორის იყო ქართველი ქორეოგრაფი, რომელიც იქნა მოწვეული ქართველი კომპოზიტორის, ზაქარია ფალიაშვილის “დაისის” შესრულების მასტერკლასის მიცემისთვის.

2000 წელს, აკადემიის ყოველწლიური კონცერტის დროს, მე ცოლთა ერთად გადავწყვიტეთ, აუდიტორიისთვის სიურპრიზი გაგვეკეთებინა და შევასრულეთ ეს კონკრეტული ცეკვა, რომლის ვიდეო აიტვირთა ჩვენს YouTube-ის და Facebook-ის ოფიციალურ გვერდებზე.

მე მესმის თქვენი იმედგაცრუების და მინდა გულწრფელი ბოდიში გადავიხადო მესამე მხარისთვის მათი შეცდომის გამო. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, ეს გაკეთდა ჩვენი თანხმობის და ინფორმირების გარეშე.

Gevorkian Dance Academy არის ცეკვების საერთაშორისო სკოლა. ჩვენ ვასრულებთ სომხურ, ამერიკულ, რუსულ, მოლდოვურ, ქართულ, ბერძნულ, ებრაულ, ციგნურ და სხვა მრავალ ცეკლევს. მე არ მიმაჩნია, რომ ეს სხვა კულტურების ცეკვბის მოპარვას ნიშნავს, არამედ არის კარგი გზა მათი კულტურების პრეზენტაციისთვის. ამ წერილთან ერთად მე გიგზავნით ჩვენი გამოსვლების ბანერების/აფიშების ფოტოსურათს, სადაც აღნიშნულია თითოეული ცეკვის წარმომავლობა.

 

ჩვენ არასდროს გვქონდა სურვილი ან განზრახვა, მოგვეპარა ქართული კულტურის ან რომელიმე სხვა კულტურის ნაწილი და მათი წარმოჩენა სომხური კულტურის ნაწილად.

 

პატივისცემით,

ვართან გევორქიანი,

Gevorkian Dance Academy-ის დირექტორი.”

 

იტვირთბა....