aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სპორტი

ფედერაციის პრეზიდენტი მთავარი მწვრთნელის მოხსნას აპირებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ნაკრების მთავარი მწვრთნელის კახა ცხადაძის გათავისუფლებას აპირებს.
ამის შესახებ ლევან კობიაშვილმა საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა.
ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კახა ცხადაძემ ეროვნული ნაკრები აღარ გაწვრთნას.
“კახა დიდ ზიანს აყენებს სფფ-ს და იმ ინსტიტუტებს, ვისთანაც ფედერაცია თანამშრომლობს, თუნდაც სპორტის სამინისტროს. ის, რაც კახამ წამოიწყო, არის იმ ხალხის დამსახურება, რომლებმაც ვერ მოინელეს 3 ოქტომბრის შედეგი. ეს არის მიზანმიმართული საუბრები და ხელის გაშვერა. მათ ამის არანაირი უფლება და საფუძვლები არ აქვთ. ისინი ქართულ ფეხბურთში ვეღარ დაბრუნდებიან და ზუსტად ეს იყო ფედერაციაში ცვლილება – ხალხი, რომელიც პირადი ინტერესებისთვის იყენებდა ფეხბურთს, მათი ადგილი აქ აღარ იქნება. მე მოვიწვევ აღმასკომს, სადაც შევალ წინადადებით, რომ ცხადაძე აღარ იყოს ნაკრების მწვრთნელი. სამწუხაროდ, კახასთვის მნიშვნელოვანია ის ფიქსირებული თანხა, რაც მას კონტრაქტში უწერია. ჩემთვის ეს საკითხი გადაწყვეტილია”,- განაცხადა კობიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კობიაშვილი და ცხადაძე კონტრაქტის ახალ პირობებზე ვერ თანხმდებიან.

იტვირთბა....