aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

უკრაინული მედია: რუსული სამხედრო ხომალდი ოდესას უახლოვდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსი ოკუპანტების გემი ოდესას ხილვადობის მანძილზე მიუახლოვდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის სახელმწიფო ადმინისტრაციის საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე სერგეი ბრაჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.

“ოდესა მზადაა დაიცვას საკუთარი თავი”, – განაცხადა ოდესის სახელმწიფო ადმინისტრაციის საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, რუს ოკუპანტებს უკრაინელ მეომრებთან პირდაპირი დაპირისპირება აშინებდათ და ამიტომ, დისტანციიდან მშვიდობიან მოსახლეობაზე სროლის ტაქტიკაზე გადავიდნენ.

ამასთან, ყირიმში განლაგებული რუსული 810-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადა ომში მონაწილეობაზე უარს ამბობს.

იტვირთბა....