aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

შს მინისტრის მოადგილეს სასამართლოში უჩივლებენ: „თალაკვაძემ უდანაშაულობის პრეზუმცია დაარღვია“

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბიძინა კუჭავას ცოლი, მარინა ნიკოლოზაშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორის ვახტანგ ქირიას ოჯახს ამ საქმეში გაერთიანებას სთხოვს.

„ახლა  ჩვენს შორის შუღლს აღვივებენ. ჩვენ ვართ ნათესავები. ძალიან მინდა ვთხოვო ოჯახს, რომ მათაც ჩვენსავით ჩაატარონ დამოუკიდებელი ექსპერტიზა. იქნებ მათაც ჰქონდეთ ეს ინტერესი. გავერთიანდეთ ამ საქმეში“ – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ნიკოლოზაშვილმა.

მისივე თქმით, ბიძინა კუჭავა თვის ბოლოს აფრიკაში მიემგზავრებოდა და იქ მთავრობის წევრებს უნდა შეხვედროდა. ბიძინა კუჭავას ოჯახის ადვოკატის, ნათია კორკოტაძის თქმით, გვამთან და სხეულის დაზიანებებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება.

ის ასევე ამბობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ ამ საქმესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებით უდანაშაულობის პრეზუმცია დაარღვია.

„ჩვენი ვარაუდით, კუჭავას სიცოცხლე თვითმკვლელობით არ დაუსრულებია. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბატონმა არჩილ თალაკვაძემ ძალიან ცუდი განცხადებები გააკეთა. ამ შემთხვევაში ნამდვილად ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმცია. კიდევ გეუბნებით, ეს არ იყო თვითმკვლელობა, ეს იყო განზრახ მკვლელობა“- განაცხადა კორკოტაძემ.

როგორც ბიძინა კუჭავას მეუღლემ განაცხადა, ის ორ პირს, რომელიც მისი მეუღის სიკვდილის დროს ავტომანქანაში მასთან ერთად იმყოფებოდნენ, არ იცნობს.

ადვოკატმაც განაცხადა, რომ მისთვის უცნობია თუ ვინ იყვნენ  პოპოვები.

ამასთან, ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ თალაკვაძეს ოჯახმა სასამართლოში უჩივლოს.

 

იტვირთბა....