სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 13 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
“თელასის” ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო დასახლების, ალექსეევკის დასახლების, ჯავახეთის, ქიზიყის, სამგორის და სანაძის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას, ჭიაურელის, ჩაჩავას, ბოხუას და ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.